სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ნათია კანელაძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ურავის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
Aცამეტნი
თემის შინაარსი
ასურელი მამები და მათი ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში
საგანი
ისტორი
დონე/კლასი  
IX-კლასი. საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  

·         აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
·         ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;
·         აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის ეირარქიას.



ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები:
  • აანალიზებენ და მსჯელობენ ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში.
  • განიხილავენ ქართული ეკლესიის წარმომადგენლებს და აფასებენ მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროებში.
  • ახდენენ ქართული ეკლესიის სტრუქრტურის დახასიათებას
  • რუკაზე აღნიშნავენ საქართველოში არსებულ ეკლესიებს
  • მსჯელობენ ტაძრების შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
·         გიყვართ რელიგია?
·         რომელი რელიგიის მიმდევრები ვართ ჩვენ?

თემატური კითხვები


  • რატომ იგებოდა ეკლესია მონასტრები?
  • რელიგიური დანიშნულების ფარდა, კიდევ რა დატვირთვა ჰქონდა მათ?
  • რამდენი ტიპის ტაძარი ვიცით?
              შინაარსობრივი კითხვები



  • რა მისიით ჩამოვიდნენ ასურელი მამები საქართველოში?
  • რა მდგომარეობა იყო ამ დროს ქართლში?
  • სად და რომელ ტაძრებში მოღვაწეობდნენ ისინი?
  • რა გავლენა იქონია მათ მიერ აშენებულმა ტაძრებმა ქართული კულტურის განვითარებაში და რამდენად აქვთ შენარჩუნებული ამ ტაძრებს პირვანდელი სახე?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ











·            შეკითხვების ასმა
·            დისკუსია

·         მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა

·         ვ.მ.ვ.
·         დისკუსიები
·         დაკვირვება
·         კონფერენცია
·         ესეები
·         ჩანახატები
·         სლაიდები
·         პრეზენტაცია
·         დასკვნითი
 ანალიზი

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმით მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლეების წინარე ცოდნას. დისკუსია დაეხმარება მოსწავლეებს მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენაში ასევე უწყობს ხელს  მათში ზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარება. მასწავლებელი ასევე პროექტის გამნავლობაში განახორციელებს არაფორმალურ დაკვირვებებს. ჩაატარებს კონფერენციებს. მოახდენს მოსწავლეთა თვითსეფასებას


სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კითხვა, წერა, ბიბლიოთეკაში მუშაობის უნარ-ჩვევები, ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევები, ინტერნეტ ძიება, ფაილების მოხმარების უნარ-ჩვევა.


სასწავლო პროცედურები
         პროექტის პირველ დღეს, მასწავლებელი  მოსწავლეებს შეკრებს სკოლაში და საბაზო ცოდნის შემოწმებისა და გამოყენების          მიზნით  დაუსვამს კითხვებს, თუ რა იციან მათ ქრისტიანული რელიგიასა და ზოგადად წმინდანთა ცხოვრებაზე.ასევე გამართავს მსჯელობას იმ საკითხებზე ,რაც იციან ბავშვებმა ასურელი მამების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება მათთვის პროექტის იდეის გაცნობა.
       მოსწავლეები  დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ მათგანს  ეყოლება ხელმძღვანელი, რომელსაც დაევალება ჯგუფის  წევრებს           შორის დავალებების გადანაწილება, შეგროვილი მასალის დახარისხება და დისკუსიების გამართვა.  ჯგუფები თვითონ შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას.
       ჯგუფებმა ინტერნეტისა და ლიტერატურის საფუძველზე უნდა შეაგროვონ მასალები   ასურელ მამებზე.
       პირველ ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია  იმაზე,  თუ ვინ იყვნენ ასურელი მამები, რატომ  ჩამოვიდნენ ისინი და ვინ ხელმძღვანელობდა მათ.  ამასთანავე შეისწავლონ იმ დროსათვის ქართლში არსებული მდგომარეობა
      მეორე ჯგუფმა უნდა შეკრიბოს ინფორმაცია  მათი განსახლების ადგილების შესახებ და შეადგინოს რუკა.
     მესამე ჯგუფს კი დაევალება შეაგროვოს ინფორმაცია იმ ტაძრების შესახებ, სადაც ასურელი მამები მოღვაწეოვდნენ.შეისწავლონ    მათი პირვანდელი სახე და შეადარონ ახლანდელს.
    დავალების შესასრულებლად მიეცემათ ერთი კვირა
    მიცემული დროის გასვლის შემდეგ, ჯგუფები კვლავ შეიკრიბებინ სკოლაში ,მოახდენენ შეგროვილი ინფორმაციის პრეზენტაციას, ჩაატარებენ კონფერენციას და მოაწყობენ დისკუსიას.
     შემდეგ ეტაპზე , ჯგუფებს დაევალევათ ჩაატარონ გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებს შორის თუ რამდენად იცნობენ ისინი წმინდა მამების მოღვაწეობას.
      ასურელი მამების ცხოვრების უკეთ გაცნობის მიზნით, ჯგუფებმა მოსწავლეებისათვის უნდა დაამზადონ ბუკლეტები და     გამოუშვან კედლის გაზეთი.
     პროექტის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ კი დაიგეგმება ექსკურსია იმ ტაძრების სანახავად, სადაც მოღვაწეობდნენ ასურელი მამები. მოსწავლეები თვითონ შეარშევენ ტაძრებს და შეადგენენ მარშრუტს. ჯგუფის ხელმძღვანელები  კი შეასრულებენ გიდის მოვალეობას.  მოსწავლეები გაესაუბრებიან  ტაძრებში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს და პირადად მათგან მოისმენენ ინფორმაციას  წმინდანთა ცხოვრებიდან.
     ექსკურსიის მსვლელობისას ისინი გადაიღებენ სურათებს, რომლის საფუძველზეც შეადგენენ ფოტოალბომებს და დაამზადებენ სლაიდებს. ასევე გააკეთებენ მცირე ჩანახატებს და დაწერენ ესეებს.
    პროექტის დასასრულს კი ჯგუფები მოპოვებული ინფორმაციით და შეგროვილი მასალით მოახდენენ  პრეზენტაციას მასწავლებლების, მოსწავლეების და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.

    

        









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები გადანაწილდებიან ჯგუფებში. მათ მიეცემათ საშუალება ჩაერთონ დისკუსიაში, დაწერონ ესე. ექსკურსიის დროს დაეკისრებათ გარკვეული პასუხოსმგებლობა, მაგალითად, დაევალებათ ფოტოაპარატის მიხედვა.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის მასწავლებელი გამოიყენებს მშობლიურ ენაზე შექმნილ რამდენიმე შაბლონს. მაგალითად, საშუალება მიეცემათ  მშობლიურ ენაზე შეავსონ სამუშაო ფურცლები ტაძრების შესახებ.  პროექტში გარკვეული ნაწილი მათთვის სასურველ ენაზე შეასრულონ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
 მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები დაინიშნებიან ჯგუფების ხელმძრვანელებად.  ექსკურსიაზე დავავალებათ შეასრულოს გიდის მოვალეობა
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინტერნეტრესურსები



No comments:

Post a Comment