რეფლექსია
ტრენინგებზე ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიის შესახებ, გავიხსენეთ სააზროვნო დონეების შესატყვისი ზმნები.გავეცანით კითხვების ჩამოყალიბების პრინციპებს. ვისაუბრეთ პროექტით სწავლების პროცესის უპირატესობაზე, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს. (მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, უვითარდებათ სააზროვნო უნარ-ჩვევები.) განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა სასწავლო პროექტები, ყურადღება გავამახვილეთ არის თუ არა პროექტები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ისტ-ის გამოყენებაზე ორიენტირებული.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პორტფოლიოები და შევაფასეთ პროექტები. ვიმუშავეთ ბლოგებზე, დავამატეთ გვერდები და ინფორმაციები. განვიხილეთ გუგლის დოკუმენტების ფორმები. ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნაზე. ვისაუბრეთ ინტერნეტ მასალებით სარგებლობისას საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. მოძიებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის ხერხებზე.